Saturday, December 15, 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო " სიმეტრია ჩვენ გარშემო" 
ამ კურსმა ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა,  როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში;  როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა .ამ მოდულის საშუალებით ვისწავლე შეფასების ხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება 
 გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის ნიმუშები შედეგების ამაღლებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით.


მერვე დღე

ამ მოდულის განხილვა დამეხმარა საკვანძო კითხვების განხილვა სხვადასხვა აქტივობებში. თეორიულად გავეცანითროგორ გაუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს,მაგრამ სინათლის უქონლობის გამო ფასილიტაციის ელექტრონული ნიმუში ვერ შევქმენით.

Friday, December 14, 2018

მეშვიდე დღე

                          მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის რუბრიკა
ამ მოდულმა მასწავლა დიფერენცირებული სწავლების დროს როგორ მიუდგეთ არაქართულ ენოვან,სპეციალური საჭიროებების მქონე და ნიჭიერ მოსწავლეებს,რომ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს მივაღწიოთ პროექტებით სწავლების დროს.მოსწავლეთა თვითრეგულირების და დამოუკიდებელი სწავლისთვის მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის შევადგინე შაბლონი ჩემი ჯურნალი..

Saturday, December 8, 2018

მეექვსე დღე



მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებუილი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვისშევქმენი რუბრიკა,რომელიც დამეხმარა შევაფასო მოსწავლის ცოდნა-უნარები საპროექტო თემის საკვანძო საკითხებთან მიმართებაში.

მეხუთე დღე

მესამე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე კერძოდ ინტერნეტში მოძიებულ მასალებზე საავტორო უფლებები როგორ დამეცვა.გამოვიყენე რუბრიკა რომლითაც კოლეგა შევაფასე. ბლოგზე პროექტის პრეზენტაცია შევაფასე,რომელზედაც განმავითარებელი კომენტარი დავწერე.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

Friday, December 7, 2018

მეოთხე დღე

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები ხუთი მიზნით. შევარჩიეთ დაგეგმილი პროექტისთვის მეთოდები და შესაბამისი ინსტრუმენტები.

Sunday, December 2, 2018

მესამე დღე

ესგ სტანდარტები მოვარგეთ სასწავლო პროექტს და მიზნები შევიმუშავეთ.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების:ზოგადი, თემატური და შინაარსობრივის ფორმულირება მოვახდინეთ.